
(რეზონანსი) ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი, რომელიც ილია ჯიშკარიანის ინტერესებს იცავს, სახელმწიფო ინსპექტორმა 1000 ლარით დააჯარიმა.
როგორც ადვოკატი თავად ამბობს, ჯიშკარიანის საქმეზე დაზარალებულმა თამთა თოდაძემ და მისმა დედამ სახელმწიფო ინსპექტორის აპარატში უჩივლეს.
"გაქნილმა აფერისტმა და გამოცდილმა ინტრიგანმა, დახელოვნებულმა ჩივილებსა თუ სხვადასხვა მახინაციებში, ბაია პატარაიას გუნდს თუ სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს ამოფარებულმა „მსხვერპლმა - თამთა თოდაძემ, აგრეთვე, მისმა გამოცდილმა, ერთ დროს თაღლითობაში გასამართლებულმა დედამ ცალ - ცალკე საჩივარი შეიტანეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში ჩემს წინააღმდეგ. თამთა ჩივის, როგორც ადრე დავწერე, ტელეკომპანია ,,მთავარ არხზე მისი წარსული გმირული საქციელები რატომ გავაჟღერე. დედა ჩივის, ნასამართლევი რომ ვარ და ახლა გაქარწყლებული მაქვს დიდი დრო გავიდა, ეს საიდან ვიცოდი და რა უფლებით გავაჟღერე. ბოდიში, მთელი ინტერნეტი აჭრელებული იყო მასალით, აი აქედან შევიტყვე და გავაჟღერე!
მას შემდგომ, ამ საჩივრების საფუძველზე, ინსპექტორის სამსახური ითხოვდა ადვოკატს წარმედგინა ის კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც ჩემი პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს შევიტყვე სხვა კლიენტისგან ესღა გვაკლდა ადვოკატებს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა უნდა გადაგვიწყვიტოს ჩვენი კლიენტის ინტერესის უპირატესად დაცვას ავირჩევთ თუ ჯარიმას შევუშინდებით როგორ ჰგონიათ, ამის გამო ჩემს მოწინააღმდეგეს ლანგარზე მივართმევდი ჩემს სამომავლო სტრატეგიას? გავთქვამდი პროფესიულ საიდუმლოებას ან ჩემი კლიენტის ინტერესების დაცვას უმაღლეს დონეზე არ განვახორციელებდი?...
მოკლედ, დამიწერეს 1000 ლარი ჯარიმა და მცნეს სამართალდამრღვევად, ბუნებრივია გავასაჩივრებ და გავეშურები საკონსტიტუციო სასამართლოსკენაც ინსპექტორის სამსახურმა ადვოკატებზე დაიწყო ზეწოლა და პროფესიულ საქმიანობაში ჩარევა, რისთვისაც ზაზა ხატიაშვილის მეთაურობით, ვიბრძოლეთ წლები! ახლა ინსპექტორს უნდა ვკითხო რა ვთქვა და როგორ ვთქვა კლიენტს რომ
ვიცავ? მე არ დავიღლები სიმართლისთვის ბრძოლით, უშრეტი ენერგია მაქვს და ვერასდროს შემაშინებთ, ეს დაიმახსოვრეთ კარგად თუ სასამართლო დამაკისრებს ჯარიმას გადავიხდი, მაგრამ სიმართლეს ვილაპარაკებ ახლა უფრო თამამად, უფრო მეტი შემართებით!!!!", - წერს მარიამ კუბლაშვილი ფეისბუქ გვერდზე.