რეზონანსი
24.12.2019

(რეზონანსი) REUTERS-ის მიერ ჩატარებული გამოძების შედეგად დადგინდა, რომ აიათოლა ალი ჰამანეიმ უშიშროებისა და ძალოვანი უწყებების თანამშრომლებთან ერთად მიიღო აქციების დარბევის გადაწყვეტილება მას შემდეგ, რაც შეიტყვეს რომ მასობრივი პროტესტი საშიშ ფორმებს იღებდა ხელისუფლების ლეგიტიმაციისთვის.

აღნიშნული ინფორმაცია ბრიტანულმა საინფორმაციო სააგენტომ სულიერ ლიდერთან დაახლოებული პოლიტიკური ჯგუფებისგან მოიპოვა.

1500-მდე ადამიანი იქნა მოკლული 2 კვირის განმავლობაში ირანში მომხდარი საპროტესტო აქციებისას, რომელმაც ძალზე მასშტაბური ხასიათი მიიღო 15 ნოემბრიდან. REUTERS-ს ამის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა ირანის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან დაახლოებულმა სამმა მაღალჩინოსანმა. დაღუპულთა შორისაა ასევე 17 თინეიჯერი და 400 ქალი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×