რეზონანსი
24.12.2019

ეკოლოგიური სიტუაციის გაუარესებამ, შესაძლოა, ადამიანების გონებრივ შესაძლებლობებზე უარყოფითად იმოქმედოს. ასეთ დასკვნამდე მივიდა მკვლევართა ჯგუფი ბოლდერში მდებარე კოლორადოს უნივერსიტეტიდან, რომლებმაც შეისწავლეს, როგორ მოქმედებს ნახშირორჟანგის ( CO2 ) დონის მომატება მოსწავლეთა კოგნიტურ უნარებზე.

შესწავლის შედეგად მკვლევრებმა დაადგინეს, რომ მოსწავლეთა გონებრივი შესაძლებლობები უარესდებოდა ოთახში CO2-ის მომატების ფონზე. პრობლემის გადაწყვეტა შესაძლებელია უბარლოდ ფანჯრის გაღებით. თუმცა მკვლევრებმა იკითხეს, რა უნდა ქნან ადამიანებმა იმ შემთხვევაში, თუკი „სუფთა ჰაერში" მაღალია CO2-ის დონე?

მკვლევართა გათვლებით, 2100 წლისთვის კაცობრიობის ინტელექტის მაჩვენებელი 25 %-ით გაუარესდება. იმ შემთხვევაში, თუ ატმოსფეროში CO2-ის დონის მატება გაგრძელდება, ამ პროგნოზმა, შესაძლოა, 50%-ს მიაღწიოს.

მკლევრების თქმით, ამ პრობლემის შეჩერება შესაძლებელია მხოლოდ CO2-ის გამოყოფის შეწყვეტით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×