
ცოტა ხნის წინ, შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და იმერეთის პოლიციის თანამშრომლებმა ქუთაისში განზრახ მკვლელობისთვის ძებნილი პირი დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, 44 წლის გოგიტა სოფრომაძის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია მისივე მეზობელი, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი მერაბ ზოსიაშვილი.
ქუთაისში ზოსიაშვილს კრიმინალურ „ავტორიტეტად" მიიჩნევენ და „მოყვარეს" მეტსახელით იცნობენ.
ირკვევა, რომ მერაბ ზოსიაშვილმა საფიჩხიაზე, საკუთარი შვილის საფლავზე აიყვანა გოგიტა სოფრომაძე და ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. შემთხვევა გასული წლის ოქტომბერში მოხდა.
"პრაიმ ტაიმის" ინფორმაციით, ზოსიაშვილის ვაჟს და გოგიტა სოფრომაძეს წარსულში კონფლიქტი ჰქონდათ, რაც საფიჩხიის სასაფლაოზე მომხდარი მკვლელობის მოტივად სახელდება.
წყარო: "პრაიმ ტაიმი"