რეზონანსი
24.12.2019

ციციშვილის კლინიკის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მეგი გეორბელიძემ, გორში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ბავშვის მდგომარეობაზე საუბრობს. ექიმის თქმით, ბავშვს აქვს მარჯვენა ორი ნეკნის მოტეხილობა, ფილტვის დაჟეჟილობა, თუმცა სასიცოცხლო პარამეტრები ამ ეტაპზე შენარჩუნებულია.

"პაციენტი არის სედაციის ქვეშ, იმყოფება მართვით სუნთქვაზე, ქირურგიულ ჩარევას ამ ეტაპზე არ საჭიროებს. აქვს თავის ტვინის დაზიანება. ჰემორაგიული ჩანართები, ანუ სისხლჩაქცევა თავის ტვინში, თუმცა ამ ეტაპზე ქირურგიულ ჩარევას არ საჭიროებს. აქვს მარჯვენა ორი ნეკნის მოტეხილობა, ფილტვის დაჟეჟილობა, სასიცოცხლო პარამეტრები ამ ეტაპზე შენარჩუნებულია. განმეორებით ჩატარდება კომპიუტერული ტომოგრაფია და იმის მიხედვით გადაწყდება ქირურგიული ჩარევა სჭირდება თუ არა პაციენტს. ამ ეტაპზე მართვით სუნთქვაზეა და მედიკამენტოზურ ძილში იმყოფება" - განაცხადა ექიმმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×