რეზონანსი
24.12.2019

საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი და „ქართული ოცნების“ დეპუტატი გიორგი დოხტურიშვილი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

ფიზიკური დაპირისპირება გიორგი დოხტურიშვილსა და ლევან ხაბეიშვილს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც საკრებულოს დეპუტატები ერთმანეთისადმი მიმართვის ფორმებმა გააღიზიანა.

ლევან ხაბეიშვილი ითხოვდა კომისიის სხდომა დაეტოვებინა ერეკლე კუხიანიძეს, რომელიც სხდომას ესწრებოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც ლევან ხაბეიშვილი აცხადებდა, საკრებულოს დეპუტატებს გარემოს დაცვის კომისიის სხდომის დაწყების საშუალებას არ მისცემდა.

ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ ლევან ხაბეიშვილმა სხდომა დატოვა.

(აიპიენი)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×