რეზონანსი
24.12.2019

 ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით ამბობს, რომ თუ ის მოკვდა ერთი ტერორისტით ნაკლები იქნება.

"მათ თავად მოკლეს ის, როცა საჭირო აღარ გახდა, ეს მათი შიდა გარჩევებია, რომელიც ჩვენ არ გვეხება. ის დიდი ხანია ჩვენთან არ ცხოვრობდა. მგონი, ის საქართველოს მოქალაქე იყო და არა ჩვენი. ის ტერორისტი და დამნაშვეა. თუ ის მოკლეს, ერთი ტერორისტით ნაკლები გახდა. თუ ჩვენ რამეში გარეულები ვართ, დაამტკიცონ. არა სიტყვებით, არამედ საქმით"- აღნიშნა კადიროვმა.

შეგახსნებეთ, რომ 4 დეკემბერს, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით, გერმანიიდან 2 რუსი დიპლომატი გააძევეს. მოსკოვმა საპასუხო ზომები 12 დეკემბერს მიიღო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×