
(რეზონანსი) ცოტნე გამსახურდიას მეუღლე, ანა ჯაბაური "ალიასთან" ინტერვიუში იმ ღამეს იხსენებს, როდესაც მისი მეუღლე დაჭრეს. თუ რა შეიძლება იყოს მიზეზი ამის შესახებ ის ვერაფერს ამბობს, თუმცა არაფერს გამორიცხავს. ანა ჯაბაურის თქმით ის გამოძიებას ამ ეტაპზე უნდობლიობას უცხადებს:
"ამბობენ, რომ ცოტნეს ერთი ურტყამდა და დანარჩენები უყურებდნენ? ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, კვირას სასამართლომ, სამწუხაროდ გაათავისუფლა თორნიკე ქვათაძე, რომელიც არის გიორგი სოლოღაშვილის (ქვათაძე) ძმა - გიორგი აღიარებს რომ მან დაარტყა დანა ცოტნეს და მისი ძმა, რომელიც იქ იყო, იდგა და უყურებდა? არ ჩაერია ჩხუბში? დავუშვათ არ ქონდა დანა, არც ხელი დაარტყა? ეგ როგორ დავიჯეროთ? მესამე, იქ გამოყენებული იყო სამი იარაღი, დანა, მეორე ბასრი საგანი და კიდევ ბლაგვი საგანი - როგორ გამოიყენა ერთმა ადამიანმა სამი საგანი? ესენი ყველანი ნამდვილად დამნაშავეები არიან, როგორც მე მითხრეს პროკურატურაში და იგივე უთხრეს ადვოკატსაც და მას საქმის მასალებიც გააცნეს, ეს არის საწყისი კვლევის შედეგები, ამ ორი-სამი დღის ინფორმაცია და მართალია ერთი გაათავისუფლეს, სამწუხაროდ, არ იყო სამხილები ჯერ საკმარისი, ვერ მოიძიეს, მაგრამ, იმედია მაქვს, გამოძიება მეტ სამხილს მოიპოვებს. ველოდებით ექსპერტიზის პასუხს, დნმ-ის პასუხს, კამერების ჩანაწერების ამოღებას." - ამბობს გამსახურდიას მეუღლე.
მისივე თქმით მომხდარმა მძიმე გავლენა იქონია ანანა არჩვაძე-გამსახურდიაზეც:
"იმ ღამეს რომ იყო მოსული, ნამდვილად ვიცი, ეზოში იდგა, მერე - აღარ. წნევამ აუწია და, როგორც ვიცი, ისიც ცუდად გრძნობს თავს."
წყარო: ალია