
(რეზონანსი) 73 წლის ტარიელ (ჯაბა) ონიანი, რომელიც სასჯელს რუსთავი მე-16 დაწესებულებაში იხდის "პრაიმტაიმს" უყვება, თუ რატომ გამოასალმა სიცოცხლეს მეზობლი:
"სვანეთში, სოფელ სასაში ვცხოვრობდი. ჩემგან 300 მეტრში ცხოვრობდა ოჯახი, ქოლ-ქმარი პედაგოგები არიან, ჩემი შვილები მათი მოსწავლეები იყვნენ, მათი მშობლები კი ჩემი მასწავლებლები. ერთ დღეს ქუთაისში ვიყავი გასვენებაში წასული. ჩემმა მეუღლემ დამირეკა შეშფოთებულმა. ჩემი არყოფნის დროს, ღამით, როდესაც ჩემი მეუღლე საძინებელში შევიდა დასაწოლად, ვიღაც ფანჯრიდან უჭვრეტდა თურმე. დაუნახავს ჩემს მეუღლეს, უცნია ეს ჩვენი მეზობელი მათემატიკის მასწავლებელი, წივილ-კივილი აუტეხავს და გაჰკიდებია, მაგრამ ის გაქცეულა. "
როგორც პატიმარი ამბობს მორიგებას შუამავლის საშუალებით ცდილობდა თუმცა ამაოდ.
"ერთ დღეს ეზოდან დავინახე, რომ ხარები სხვას გაატანა ისე, რომ ჩემს ჭიშკართან არ ჩამოიარა და გამიხარდა, - მომერიდა-მეთქი. მეზობელსაც გავუზიარე ჩემი აზრი.
არ ვიცი, ამ მეზობელმა დაურეკა და უთხრა თუ უბრალოდ, დამთხვევა იყო, რომ დაახლოებით 20 წუთის შემდეგ, ეზოში შეშას ვჩეხდი და დავინახე, გივი გზაზე მოდიოდა. შევცბუნდი. შეშის გროვაზე ავედი, დასამალი რა მქონდა, მკვლელობას ვაპირებდი და რატომ დავიმალებოდი?
ვხედავ, მოდის ჩემი ჭიშკრისკენ და უცებ მეზობელთან შევიდა, რომელიც ჩემიდან 50 მეტრში ცხოვრობს. 12-კალიბრიანი სანადირო თოფი მქონდა სახლში და გამოვიტანე. უფროსი ბიჭი ბიძაშვილს ეხმარებოდა სათიბში, მეორე შვილს ეძინა, მეუღლე ბოსტანში იყო და თოფი ისე გამოვიტანე, არავის დაუნახავს.
მეზობლის ეზოში რომ შევიდა, ვიფიქრე, შევყოლოდი, მაგრამ იქვე უარვყავი ეს აზრი, რადგან სხვის ეზოში რა მინდოდა? ეს არაკაცურია. თან იმ მეზობელს, ეზოს მეორე მხარეს ჭალაში გასასვლელი ჰქონდა. ვიფიქრე, შეიძლება იმ გასასვლელით გავიდეს-მეთქი და გამიხარდა კიდეც, რომ ავცდებოდი მკვლელობას, მაგრამ ცოტა ხანში დავინახე, რომ უკან გამოვიდა. ჭიშკარი რომ გააღო, ვიფიქრე, თუ თავისი სახლისკენ წავიდოდა, ზურგით იქნებოდა ჩემსკენ და ვერ ვესროდი, კაცს ზურგიდან არ უნდა ესროლო, მაგრამ ადგა და პირდაპირ ჩემკენ წამოვიდა. - არ გინდა, სიცოცხლე? შენი დედაც-მეთქი - ვგლიჯე და გავაგორე", - ამბობს პატიმარი.