
(რეზონანსი) ტროლების ქარხნის ყოფილი თანამშრომლის აღიარება - 24 წლის ახალგაზრდა აცხადებს, რომ 2018 წელს სამსახურში ის სწორედ „პანდას" წევრებმა აიყვანეს. 24 წლის ბიჭი "ფორმულასთვის" მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ ტროლების ფაბრიკა მას შემდეგ დატოვა, რაც შვილმოკლული მამების, ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილი "გაშავება" მოსთხოვეს. აღნიშნული პიროვნება ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ფეისბუქ ქვერდებს "პანდას" წევრები მართავდნენ და აცხადებს, რომ მათ კავშირი ჰქონდათ პროსახელისუფლებო მედიებთანაც. პანდას ყოფილი თანამშრომელი ასაჯაროვებს იმ დოკუმენტსაც, რომელიც უტყუარს ხდის მამუკა ხაზარაძის ბრალდებას "თი ბი სი" ბანკზე განხორციელებული ჰაკერული თავდასხმის და რუსთაველის #12ში მდებარე ტროლების ქარხნის შესახებ.
თანხა, რომელიც მას პირად ანგარიშზე ჩაურიცხეს, 80 ლარია. სწორედ ამდენს იხდიდნენ სააგენტოში რამდენიმეწამიანი მოკლე ვიდეო კუბის დასამზადებლად. როგორც თავად აცხადებს. , ცალკე ტარიფები მოქმედებდა სხვადასხვა სტატუსებზე კომენტარების დაწერისას.
თანხის გადამრიცხავი იური მურადიანია. მისი ვინაობა საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია. სწორედ მურადიანია ის პირი, ვინც რუსთაველის 12-ში მდებარე ტროლების ქარხანასთან ღიად დაუკავშირა მამუკა ხაზარაძემ - როდესაც „ტიბისი ბანკზე" ჰაკერული თავდასხმის სქემა გაშიფრა. ამის შესახებ ხაზარაძემ მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიასთვის მიწერილ წერილში ღიად ისაუბრა და გამოძიების დაწყება მოითხოვა. შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს მხოლოდ იმას აცხადებს, რომ გამოძიება ისევ მიმდინარეობს.