რეზონანსი
23.12.2019

(რეზონანსი) ადვოკატი ბადრი მანჯავიძე, რომელიც ცხინვალში ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ. სასამართლო პროცესს იხსენებს:

"მე მქონდა საუბარი ბადრაგთან, რომლებიც პერიოდულად გამოდიოდნენ. ყველას უკვირდა, თუ არ ვიყავი ახლობელი და ნათესავი, რატომ ჩავედი. ძალიან აგრესიულად იყვნენ განწყობილნი, მეუბნებოდნენ, უნდა გაიგოს ყველამ, რომ სხვა ქვეყანაა ეს და სხვა კანონებიაო. სხვათა შორის მე დავინახე ვაჟა, როდესაც გადმოიყვანეს. წვერი ჰქონდა მოშვებული და შავი ქურთუკი ეცვა. ორი განსაკუთრებული აღნაგობის ბადრაგი ედგა გვერდით", - იხსენებს ადვოკატი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×