რეზონანსი
23.12.2019

(რეზონანსი) საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის მოადგილე ნათია ზოიძე აჭარის პოლიციის სამმართველოში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. როგორც ნათია ზოიძე აცხადებს, იგი სამმართველოში მისი განცხადების საფუძველზე დაიბარეს და იქ 4 საათი იმყოფებოდა.

"თავდაპირველად ისინი ვერბალურ დონეზე, ამ მონაწილეობას აღიქვამდნენ, როგორც სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევას. მე მათ ავუხსენი, როგორც დირექტორს, ასევე მრჩეველთა საბჭოს წევრებს, რომ ჩარევის უფლება არავის აქვს- არც მე ცხადია და არც დირექტორს. თვისობრივად განსხვავებული რამეა სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევა, რომლის შედეგია ცენზურა. კეთილი ინებონ, თუ მე ვერეოდი დაალაგონ ცენზურის ფაქტები. მისი მიზანი არის სწორედ თავისუფალი სარედაქციო პოლიტიკის მიღება. ის, რომ ჩვენ თავისუფალი სარედაქციო პოლიტიკა გვქონდა, ფატქობრივად ყველა ანგარიშში და პროფესიულ წრეებში კეთდება-არის ამით გამყარებული,ამ არხის ჟურნალისტებს აქვთ თავისუფლების განცდა",- განაცხადა ნათია ზოიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×