რეზონანსი
23.12.2019

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის ოჯახის წევრებმა და მათ მიერ დაფუძნებულმა ფონდმა - "დათუჩამ" საქველმოქმედო ღონისძიება გამართეს, სადაც ხელით შექმნილი ნამუშევრები, ასევე სხვადასხვა ნივთები გამოიფინა და გაიყიდა. ღონისძიებას მედიაჰოლდინგ „კვირას" პრესკლუბმა უმასპინძლა.

დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ შვილის სახელობის ფონდი "დათუჩა" 2018 წელს დააფუძნა. სარალიძის თქმით, ფონდის მიზანია დაეხმაროს გაჭირვებულ, სოციალურად დაუცველ, ჯანმრთელობის პრობლემების მქონე, ასევე გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საჭიროების მქონე ბავშვებს.

"დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო ყველა იმ პიროვნებას, ვინც ამ ფონდის ღონისძიებაში იყო ჩართული. აქ წარმოდგენილია ხელნაკეთი ნივთები, რომლებიც ბავშვების, მოზარდების, დიდების მიერაა დამზადებული. ფონდი 2018 წლიდანაა დაარსებული, ჩემი შვილის დაბადების დღეზე დავაარსეთ და მაქსიმლურად ვცდილობთ, რომ მისი სახელით ვაცოცხლოთ ყველა ის პატარა ადამიანი, ვისაც სჭირდება გადაუდებელი ოპერაცია, მკურნალობა და ა.შ. ბენეფიციარებს თავად ბავშვები შეარჩევენ, თავად მიხედავენ და გადაურიცხავენ თანხას"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×