რეზონანსი
23.12.2019

 ქობულეთი-ოზურგეთის გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად ოთხი ადამიანი გარდაიცვალა, ორი კი გადაყვანილია კლინიკაში. მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვია.

„ოთხი გარდაცვლილი იყო მანქანაში, ორი მამაკაცი, ერთი ქალი და ერთი, სავარაუდოდ ათი წლის ბავშვი.

დაახლოებით სამ წლამდე ბავშვი, რომელიც მანქანიდან იყო გამოტყორცნილი, გადაყვანილია კლინიკაში გამვლელის მიერ. კლინიკაში იმყოფება ავარიის შედეგად დაშავებული ერთი მამაკაცი, ტრაილერის მძღოლი, რომელმაც დამუხრუჭებისას, სავარაუდოდ, თავი მიარტყა მინას“ – უთხრა „ბათუმელებს“ აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ.

კლინიკის ინფორმაციით, დაშავებულების მდგომარეობა მძიმეა.

ჯერჯერობით უცნობია, მსუბუქ ავტომობილში მყოფნი ერთი ოჯახის წევრები არიან თუ არა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×