რეზონანსი
23.12.2019

ერთი ადამიანი დაშავდა და ოთხი პირი დაიღუპა ქობულეთი-ოზურგეთის გზაზე ავტოავარიის შედეგად. ინფორმაცია „ბათუმელებმა" გაავრცელა. გამოცემა წერს, რომ სასწრაფო სამედიცინო სამსახურში მომხდარი ფაქტი დაუდასტურეს.

ქობულეთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, გარდაცვლილებს შორის ერთი ათ წლამდე ბავშვია. სასწრაფომ ავარიის შედეგად დაშავებული კიდევ ერთი პირი კლინიკაში გადაიყვანა.

"ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი მამაკაცი, ერთი ქალი და 1 არასრულწლოვანი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო 1 ბავშვი ხელოვნურ სუნთქვაზეა ქობულეთის საავადმყოფოში. დაშავებული ბავშვი მოქალაქემ გადაიყვანა საავადმყოფოში", - განაცხადა აჭარის ა/რ ჯანდაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×