
საუდის არაბეთის სასამართლომ ხუთ ადამიანს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. საქმე ეხება ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობის საქმეს.
როგორც ცნობილია, კრიტიკოსი და ჟურნალისტი ხაშოგი სტამბოლში, გასულ წელს, საკონსულოს ტერიტორიაზე მოკლეს.
მედიის ცნობით, ამერიკის ცენტრალური გამოძიების სააგენტომ დაადგინა, რომ მკვლელობა საუდის პრინცის, მუჰამედ ბილ სალმანის დაკვეთით განხორციელდა. მათი ინფორმაციით, მსგავსი ოპერაციის განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა პრინცის მონაწილეობის გარეშე.
როგორც ცნობილია, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საუდის არაბეთის 17 მოქალაქეს სანქციები დაუწესა, რადგან ისინი დაკავშირებულნი იყვნენ ჟურნალისტის მკვლელობასთან.