რეზონანსი
23.12.2019

„მთავარ არხის" ინფორმაციით, თბილისში, 77-ე სკოლაში რამდენიმე დღის წინ ორმა თანაკლასელმა ტუალეტში მე-11 კლასელი ბიჭი სასტიკად სცემა, რის გამოც მოზარდი კლინიკა „„ნიუჰოსპიტალში" რამდენიმე დღე მკურნალობდა.

ასევე, „მთავარის" ინფორმაციით, სკოლის დირექტორი ცდილობდა, ამ საქმეზე გამოძიება არ დაწყებულიყო, თუმცა პოლიცია სკოლის მანდატურმა გამოიძახა. სკოლს მოსწავლები ადასტურებენ, რომ ძალდობა სკოლაში ნამდვილად მოხდა. ერთ-ერთი მოსწავლე ყვება, რომ ბავშვებმა ერთმანეთს დედა აგინეს და ერთმანეთს სცემეს. ფაქტს ადასტურებენ სკოლის თანამშრომლებიც, რომელთა ინფორმაციითაც, ინციდენტში მონაწილე ყველა მონაწილე პირი უკვე იმყოფებოდა გამოკითხვაზე და ამ ფაქტზე საქმის გამოძიება უკვე დაწყებულია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×