რეზონანსი
23.12.2019

რუსთავი-ლილოს გზატკეცილზე ტრაილერი მსუბუქ ავტომობილს დაეჯახა, რის შედეგადაც ადგილზე ორი პირი გარდაიცვალა.

ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები.

როგორც შსს-ში განაცხადეს გამოძიება 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რომელიც გულისხმობს ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას მთვრალ მდგომარეობაში, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×