რეზონანსი
23.12.2019

ჩვეულებრივი საბჭოთა „გაიშნიკებივით" იქცევიან, შურისძიებითაა დაკავებული მთელი პოლიცია, - ასე გამოეხმაურა „გირჩის" ლიდერი ზურა ჯაფარიძე შსს-სთან გამართულ საპროტესო აქციას, რომელზეც „შმაქსისტებმა" პატრულის მიერ მათი დაჯარიმება გააპროტესტეს.

„დაახლოებით ერთი თვის წინ, თბილისის საკრებულომ შეიტანა ცვლილება დადგენილებაში, სადაც წერია, რომ ნებისმიერი ნიშანი, რომელიც შეიძლება აღქმულ იქნას, როგორც ტაქსის აბრა, ექვემდებარება დაჯარიმებას. ნორმატიული აქტის გასაჩივრების ვადის გასვლისთანავე დაიწყეს ნადირობა „შმაქსისტებზე" და დააჯარიმეს რანდენიმე ათეული ადამიანი, 200ლარის ოდენობით. ჩვეულებრივი საბჭოთა „გაიშნიკებივით" იქცევიან, შურისძიებითაა დაკავებული მთელი პოლიცია. ჩვენ ვითხოვთ ამ ჯარიმების გაუქმებას, ასევე ვითხოვთ ვადას იანვრის ბოლომდე, რომ შევძლოთ ახალი აბრების დამზადება", - განაცხადა აქციაზე ზურა ჯაფარიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×