
პირველად, ბოლო 200 წლის განმავლობაში, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში საშობაო მსახურება არ გაიმართება. ამის შესახებ ფრანგული გამოცემა France-Presse წერს.
850 წლიანი ისტორიის მქონე კათედრალი მიმდინარე წლის აპრილში ხანძარმა მნიშვნელოვნად დააზარალა. ამის გამო, შობის ღამის ტრადიციულ მსახურებას სენ ჟერმანის ტაძარში აღავლენენ.
ფრანგული მედიასაშუალება წერს, რომ ნოტრ-დამის შენობა, ცვალებადი ისტორიული მოვლენების მიუხედავად, ყოველთვის ღია იყო. ის არ დახურულა მეორე მსოფლიო ომის დროს, ნაცისტური ოკუპაციის დროსაც კი.
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ტაძრის ხუთ წელიწადში აღდგენას გეგმავს. დამანგრეველი ხანძრის შემდეგ, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ედუარდ ფილიპემ საერთაშორისო არქიტექტურული კონკურსი გამოაცხადა. სწორედ მის შედეგებზე იქნება დამოკიდებული, თუ ვინ აღადგენს ნოტრ-დამს.