რეზონანსი
22.12.2019

ზუგდიდში სასურსათო მარკეტში გუშინ მომხდარი ყაჩაღობა გახსნილია. პოლიციამ დანაშაულის ჩადენიდან ცხელ კვალზე დააკავა 1 პირი. გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით გრძელდება.

ზუგდიდში გამსახურდიას ქუჩაზე არსებული სურსათის მაღაზია 21 დეკემბერს დააყაჩაღეს. არსებული ინფორმაციით, წაღებულია 350 ლარი. მაღაზიის გამყიდველის თქმით, უცნობ პირს ე.წ.„დუბინკა" ეჭირა ხელში და მუქარით და სიცოცხლის ხელყოფის მუქარით, სალაროდან 350 ლარი აიღო.

დაკავებული 1997 წელს დაბადებული გ.შ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მკვიდრია.

წყარო: "პრაიმ ტაიმი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×