რეზონანსი
22.12.2019

კვლევის მიხედვით სამი ზრდასრული ადამიანიდან მხოლოდ ერთს აქვს ინფორმაცია, თუ რას ნიშნავს ტერმინი "თანხმობა".

დროა, რომ ეს შვილებს ვასწავლოთ, თანაც ადრეულ ასაკში. ბევრ მშობელს აქვს ჩვევა, აიძულოს შვილები აკოცონ, ან ჩაეხუტონ ნათესავებს, მეზობლებს, ან სულაც ახლადგაცნობილ ადამიანებს და მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით, ეს უწყინარ, საპატივსაცემო ჟესტად გამოიყურება, სინამდვილეში ამით დიდ ფსიქოლოგიურ ზეგავლენას ვახდენთ ბავშვებზე.

1. ისინი ფიქრობენ, რომ ბავშვზე შეხებით სიყვარულს გამოხატევენ?!

როდესაც ნაცნობებს ნებას აძლევთ შეეხოს, ან ლოყაზე უჩქმიტოს ბავშვს, თუნდაც კეთილი განზრახვით, ამით შესაძლოა თქვენი შვილი ფარულ სტრესს განიცდის. დროთა განმავლობაში კი ის ამას ჩვეულებრივ ნორმად აღიქვამს და შესაძლოა, უცხო ადამიანის მიერ იგივეს გაკეთებაც აღარ ჩათვალოს პრობლემად. ამიტომ მას უნდა ასწავლოთ განსხვავება "კარგ" და "ცუდ" შეხებას შორის.

2. რას განიცდის ბავშვი, როცა მისი ნების საწინააღმდეგოდ კოცნით?

როდესაც თქვენს შვილს აიძულებთ აკოცონ უფროსებმა მისი ნების საწინააღმდეგოდ, ის ფიქრობს, რომ თქვენ ამ უფროსებზე (ახლობელ-ნათესავებზე) უფრო მეტად ზრუნავთ, ვიდრე პირადად მასზე.

3. ნუ ჩაუნერგავთ ბავშვს, რომ ახლობელი არ შეიძლება იყოს მოძალადე

როდესაც თქვენ აიძულებთ ბავშვს ახლობელთან ჩახუტებას, ან კოცნას ამით მას უმყარებთ რწმენას, რომ ზოგადად ახლობელი შეუძლებელია იყოს მოძალადე. სტატისტიკის თანახმად კი, ბავშვზე ძალადობის 70 პროცენტი სწორედ ახლობლებს, ნაცნობებს, მათ შორის ოჯახის წევრებს უკავშირდება.

4. ნუ დააბნევთ ბავშვებს ორმაგი რჩევებით

ერთი მხრივ, ბავშვებს ასწავლით, რომ ქუჩაში არ გაჰყვეს უცხო ადამიანს, არ გამოელაპარაკოს, ან არ გამოართვას რაიმე, მაგრამ მეორე მხრივ, აიძულებთ, ჩაეხუტონ, ან აკოცონ მას ახლადგაცნობილმა ადამიანებმა? ასეთი ორმაგი რჩევა-დარიგება ბავშვებს ძალიან აბნევთ და ვერ ხვდებიან საერთოდ უნდა ენდონ, თუ არა ვინმეს.

5. ბავშვი არ ტყუის - მოუსმინეთ მას

თქვენი შვილი უცხოს, ან ნაცნობის შეხებაზე, თუნდაც გულთბილ დამოკიდებულებაზე უარყოფითად რეაგირებს? გარბის, იწყებს ტირილს და ა.შ? ნუ იფიქრებთ, რომ ეს უბრალოდ ბავშვის ცუდი ხასიათის ბრალია. დაელოდეთ სტუმრების წასვლას და ესაუბრეთ ბავშვს გულწრფელად. ჰკითხეთ, რატომ არ სურდა სტუმართან კონტაქტი? რატომ ჰქონდა უარყოფითი რეაქცია? მიზეზი შეიძლება თავად ბავშვმა გითხრათ და ნუ ჩათვლით, რომ ის იტყუება. შესაძლოა, თქვენი შვილი სხვა დროს იმ კონკრეტული ადამიანის მიერ ცუდი ნათქვამის, ან ქმედების მომსწრე გახდა.

თანახმა ხართ, რომ ბავშვს არ აიძულოთ, უდრტვინველად აიტანოს ის, რაც სინამდვილეში ძალიან არ მოსწონს და რასაც თქვენ შეიძლება მის მიმართ "სიყვარულს" ეძახდეთ?! პროფესიონალი ფსიქოლოგები მშობლებს ურჩევენ, რომ ეს რჩევები გაითვალისწინონ, რადგან უნებურად ბავშვის ფსიქიკა არ გაანადგუროთ, ან სულაც ძალადობის მომავალ მსხვერპლად არ აქციოთ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×