რეზონანსი
22.12.2019

ჩიკაგოში, საცხოვრებელ სახლში გამართულ წვეულებაზე, სროლის შედეგად 13 ადამიანი დაიჭრა. მათ შორის 4 - კრიტიკულად. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი პოლიცია ავრცელებს.

დაშავებულების ასაკი 16-დან 48 წლამდე მერყეობს. მედიკოსების თქმით, მათ მრავლობითი ცეცხლნასროლი ჭრილობები აქვთ მიყენებული.

წინასწარი ინფორმაციით, ინცინდენტი წვეულების სტუმრებს შორის შელაპარაკებით დაიწყო. რამდენიმე გასროლის შემდეგ შენობაში მყოფებმა გარეთ გამოსვლა გადაწყვიტეს, თუმცა, იარაღი რამდენჯერმე ამ პროცესის დროსაც გავარდა.

ჩიკაგოს პოლიციის დეპარტამენტში ორი ადამიანი გამოკითხეს. მათგან ერთი დააკავეს კიდეც. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის სავარაუდო იარაღიც ამოიღეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×