რეზონანსი
22.12.2019

 ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩითახევთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახნენ. დაშავებულია 27 წლის ქალი.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ის ბორჯომის საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მოგვიანებით მისი თბილისში გაწერა გახდა საჭირო. ექიმების თქმით, მას კისრის მალის მოტეხილობა აქვს.

შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×