
„მეგონა უკვე შეიწყალეს, არა? სინოდმა მიიღო გადაწვეტილება შეწყალებაზე... მე მგონია უნდა შეიწყალოს ახალ წლამდე და ახალ წელს სახლში უნდა შეხვდეს",-ასე შეაფასა დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხი მეუფე გრიგოლმა.
მარტვილისა და ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი დეკანოზის შეწყალების თემას „კურიერთან" საუბრისას შეეხო.
შეგახსენებთ, 31 ოქტომბერს, სინოდის წევრებმა პრეზიდენტს გიორგი მამალაძის შეწყალების საქმეზე შუამდგომლობით მიმართეს.
გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით, თბილისის აეროპორტში 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს.
2017 წლის 5 სექტემბერს, მოსამართლე ბესიკ ბუგიანაშვილმა დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 2 თებერვალს დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნა.