რეზონანსი
22.12.2019

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვი უპასუხოდ არ დატოვებს აშშ-ს სანქციებს, რომელიც რამდენიმე დღის წინ „ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ისა და „თურქეთის ნაკადის" წინააღმდეგ დაამტკიცა. რუსეთის პირველ არხთან მიცემულ ინტერვიუში ქვეყნის პირველი დიპლომატი ამბობს, რომ გაზსადენები მაინც ამოქმედდებიან.

„მზად ვართ ჯოჯოხეთურ სანქციებსაც კი ვუპასუხოთ ისე, რომ თავად არ დავზარალდეთ", - თქვა მან.

დღესვე, რუსულმა მედიამ გაავრცელა საგარეო საქმეთა მინისტრის კომენტარი, სადაც ის აღნიშნავს, რომ დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინს წერილი გაუგზავნა. მისი შინაარსი საჯარო არ არის, თუმცა, ლავროვის თქმით, ტრმპი წერს, რომ მზადაა გააგრძელოს მოლაპარაკებები აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად.

აშშ-მ მილსადენი "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ისა და "თურქული ნაკადის" წინააღმდეგ სანქციები 20 დეკემბერს დააწესა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×