რეზონანსი
22.12.2019

სამართლებრივი სისტემის განვითარების კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი გაბოძე "ფეისბუქის" მიერ ხელისუფლების მხარდამჭერი გვერდების გაუქმებას გამოეხმაურა.

როგორც გაბოძემ განაცხადა, აღნიშნული პრობლემის პრევენციისთვის, მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ ეფექტური საკანონმდებლო მექანიზმები შექმნას.

"თუ გხვდება ასეთი სახელწოდების ჯგუფი "ნაცების დასაცინი ოფიციალური სააგენტო", იქ გვხვდება "ქოცების დასაცინი ოფიციალური სააგენტო". ბუნებრივია, რომ ერთი ერთის მომხრეების შექმნილია, მეორე - მეორეს მომხრეების. დიდი დასკვნა არ სჭირდება იმას, რომ ყველა სცოდავს, პოზიციაც და ოპოზიციაც. სწორედ ამიტომ, სახელმწიფომ უნდა შექმნას ეფექტური საკანონმდებლო მექანიზმები, რათა ამ გამოწვევას ებრძოლოს", - განაცხადა გიორგი გაბოძემ.

წყარო: "რუსთავი2"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×