რეზონანსი
22.12.2019

ცოტნემ დამარტყა ხელი და ამოვიღე დანა და ეგრევე ჩავარტყი. მე ვარ დამნაშავე და ვაღიარებ, - ასე აღწერა მომხდარი დღეს სასამართლო პროცესზე ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულმა გიორგი სოლოღაშვილმა. როგორც ბრალდებულმა აღნიშნა, შელაპარაკება სუფრაზე მოხდა.

„ვსვამდით ღვინოს და მოგვივიდა შელაპარაკება. როცა მოვდიოდი გზაში ცოტნემ დამარტყა ხელი და ამოვიღე დანა და ეგრევე ჩავარტყი. მე ვარ დამნაშავე და ვაღიარებ. არანაირი განზრახ დანაშაული არ ყოფილა, სრულიად უმიზეზოდ დამარტყა ხელი ცოტნემ და ამოვიღე დანა და ეგრევე ჩავარტყი მეც“, - განაცხადა პროცესზე სოლოღაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ცოტნე გამსახურდიას საქმეზე დაკავებულების მიმართ აღკვეთის შეფარდებაზე პროცესი მიმდინარეობს.

პირველი პრეზიდენტის შვილი 19 დეკემბერს, ვერაზე დაჭრეს. 20 დეკემბერს შსს-მ ცოტნე გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე ხუთი პირი დააკავა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×