რეზონანსი
22.12.2019

  ცოტნე გამსახურდია რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება,- ამის შესახებ ჟურნალისტებს ხეჩინაშვილის კლინიკაში რეანიმატოლოგმა ბესარიონ გოგიტიძემ განუცხადა.

ექიმის ინფორმაციით, ჯერ-ჯერობით გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ პროგნოზირება რთულია, თუმცა მდგომარეობა სტაბილურია.

"პროგნოზზე საუბარი წინასწარ რთულია. მდგომარეობა სტაბილურია.ჰემოდინამიკა დასტაბილურებულია. პაციენტი რჩება მართვით სუნთქვაზე, სამკურნალო დაცვითი ნარკოზის ქვეშ. მდგომარეობა არ შეცვლილა, სასიცოცხლო პარამეტრები ნორმის ფარგლებშია. რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში. იმიტომ, რომ მისი პრობლემატიკიდან გამომდინარე სჭირდება რეანიმაციულ განყოფილებაში დარჩენა. მიღწეულია სტაბილურობა, მაგრამ მძიმეა მდგომარეობა იმ ტრავმებიდან გამომდინარე, რომელიც მას აქვს",- განაცხადა ექიმმა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×