რეზონანსი
22.12.2019

  ცოტნე გამსახურდიას ადვოკატის, ამირან გიგუაშვილის განცხადებით, ინფორმაცია, რომ თითქოსდა ცოტნე გამსახურდია იყო კონფლიქტის ინიციატორი და დაპირისპირება ღვინის ხარისხს უკავშირდებოდა, ბრალდებულების მიერ შემოთავაზებული ვერსიაა და არ შეიძლება დამაჯერებელი იყოს.

როგორც ხეჩინაშვილის კლინიკაში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, "უბრალოდ წარმოაუდგენელია, რომ ღვინის ხარისხზე სუფრულ გარჩევას ამგვარი სისასტიკე მოყოლოდა".

"სასამართლომ უნდა მიიღოს ის გადაწყვეტილება, რასაც კანონი ითვალისწინებს და კანონი ითვალისიწენებს, რომ როდესაც ბრალდებულები არ თანამშრომლობენ გამოძიებასთან და ემალებიან, აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა იქნეს გამოყენებული, მაგრამ ჩვენ სხვა ინტერესები გვაქვს, რომ მაქსიმალური სიცხადე იყოს შემოტანილი ამ საქმეში. გარკვეული ინფორმაციების გაშუქება ხდება, რომ თითქოსდა ცოტნე იყო ინიციატორი კონფლიქტის და ღვინის ხარისხს უკავშირდებოდა, ეს ვერსია არის ბრალდებულის მიერ შემოთავაზებული და არ შეიძლება დამაჯერებელი იყოს. საბედნიეროდ, იმედი გვაქვს, ცოტნე მალე იქნება კონტაქტუტი და მეტ სიცხადეს მოჰფენს ამ კონკრეტულ შემთხვევას. სისასტიკე, რომელიც მის მიმართ განხორციელდა არ იყო ერთი ადამიანის მიერ ჩადენილი. შეუძლებელია ერთი ადამიანის მიერ ყოფილიყო ჩადენილი. შეუძლებელია, ყავარჯნიან ადამიანს მიეყენებინა ასეთი დაზიანებები და მეორეც, უბრალოდ წარმოაუდგენელია, რომ ღვინის ხარისხზე, სუფრულ გარჩევას ამგვარი სისასტიკე მოყოლოდა, მითუმეტეს იქ იყვნენ ადამიანები, ვისაც შეეძლო ჩარევა და გაშველება",- განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, „ინტერპრესნიუსმა" ექსკკლუზიურად მოიპოვა აღნიშნულ საქმეზე ჩვენებები. ერთ-ერთი მოწმის ჩვენებით, ცოტნე გამსახურდიას და მისი დაჭრის საქმეში ფიგურანტ პირებს შორის დაპირისპირება იმის გამო დაიწყო, რომ გამსახურდიას ღვინო დაუწუნეს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×