რეზონანსი
22.12.2019

 

ბოლო 24 საათის განმავლობაში ავსტრალიაში ტყის ხანძრებს კიდევ ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ერთი კი უგზო-უკვლოდ დაიკარგა. „ბიბისის" ცნობით, გარდაცვლილი სამხრეთ ავსტრალიაში იპოვეს, რის შემდეგაც ხანძრის მსხვერპლის რიცხვი 9-მდე გაიზარდა.

შეგახსენებთ, რომ უკვე რამდენიმე კვირაა რაც ავსტრალიაში ხანძრების ჩაქრობა ვერ ხერხდება.

ქვეყანაში ხანძრებისა და რეკორდულად მაღალი ტემპერატურის გამო საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. არსებული მონაცემებით, ამჟამად ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 120 ხანძრის კერაა. ხანძარმა მილიონობით ჰექტარი მიწა და 700-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი გაანადგურა. ამასთანავე, ახალი სამხრეთ უელსის შტატში ტყის ხანძრების გამო ავსტრალიის ხელისუფლებამ ტურისტებს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×