რეზონანსი
22.12.2019

  ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა.

ხეჩინაშვილის კლინიკის ექიმის, ბესარიონ გოგიტიძის თქმით, ცოტნე გამსახურდია მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

„პაციენტის მდგომარეობა არის მძიმე, მაგრამ სტაბილური, ამ დღეების განმავლობაში მდგომარეობა არ შეცვლილა. დინამიკა არის უცვლელი, მდგომარეობა კვლავ რჩება მძიმე და სტაბილური. ჰემოდინამიკური მონაცემები არის სტაბილური და დამატებით ჩარევას არ საჭიროებს. პაციენტი იმყოფება სამკურნალო ნარკოზის ქვეშ", - განაცხადა ხეჩინაშვილის კლინიკის ექიმმა, ბესარიონ გოგიტიძემ.

ექიმის თქმით, ამ ეტაპზე პაციენტი ქირურგიულ ჩარევას არ საჭიროებს.

ცოტნე გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ხუთი პირი დააკავა. პროკურატურამ დაკავებულ ხუთივე პირს ბრალი გუშინ წარედგინა.

ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული ხუთი პირის მიმართ სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს.

ცოტნე გამსახურდიას დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაში ორი პირია მიცემული, ტატო ღარიბაშვილი და გიორგი სოლოღაშვილი. რაც შეეხება პეტრე ყუფარაძეს, თორნიკე ქვათაძეს და კახა ჩხეტიანს მათ ბრალი დანაშაულის შეუტყობინებლობაში ედებათ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×