რეზონანსი
21.12.2019

 (რეზონანსი) მარიანა ჩოლოაინის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება დაცვის მხარემ გაასაჩივრა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსთან" მარიანა ჩოლოიანის ადვოკატმა თეონა გვაზავამ განაცხადა. მისი თქმით, დაცვის მხარე ჩოლოიანის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვს.

ადვოკატების საჩივართან დაკავშირებით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ 72 საათის განმავლობაში უნდა იმსჯელოს.

15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული გამომძიებელი, მარიანა ჩოლოიანი საავადმყოფოდან რუსთავის მე-5 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს.

მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ორ ეპიზოდში წარედგინა, რაც მოხელის მიერ ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×