რეზონანსი
21.12.2019

 (რეზონანსი) ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრი, მიშა ბალიაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:

"ატოცი!!! სოფელი სადაც დათომ ლაშამ და მათმა გუნდმა, სიცოცხლის რისკის ფასად, შიშველი ხელებით, შეაჩერა ოკუპანტების აგრესიული მანქანა და შეუქმნა ყოველდღიური დისკომფორტი რუს ოკუპანტებს!!!

ხოდა ზუსტადაც რომ ოკუპანტებს ექმნებოდათ დისკომფორტი და ჩვენ მათ ყოველ ნაბიჯს ვიღებდით და ვაშუქებდით, ამიტომ ყველაფერი იღონა ჩვენმა კოლაბორაციონისტმა მთავრობამ და გამოგვიყვანა სოფელი ატოციდან!!! მიუხედავად იმისა რომ დღესაც გვეუბნევიან ატოცელები თქვენ რომ იყავით მეტად უსაფრთხოდ ვგრძნობდით თავსო, ეს საერთოთ არ აღელვებს ხელისუფლებას და მეტიც, რუსეთის დაცვის სამსახურად აქციეს სხვადასხვა ძალოვანი სტრუქტურები

მიუხედავად არაერთი ზეწოლისა და ჩვენი კონსტიტუციური უფლების დარღვევისა ჩვენსავე ხელისუფლების მხრიდან, ანტიოკუპაციური მოძრაობა ძალა ერთობაშია, ვაგრძელებთ ბრძოლას საქართველოს დეოკუპაციისთვის!!!

ღმერთმა დალოცოს საქართველო

#ბრძოლას_ყოველთვის_აქვს_აზრი

#ძალაერთობაშია" - წერს ბალიაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×