რეზონანსი
21.12.2019

(რეზონანსი) ავსტრალიაში ტყის ხანძრის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 1 კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ამის შესახებ BBC წერს.

ქვეყანაში ტყის ხანძრების გამო საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ხანძრების შედეგად დაიწვა მილიონობით ჰექტარი მიწა და 700-ზე მეტი სახლი განადგურდა, სტიქიას უკვე 9 ადამიანი ემსხვერპლა. 18 დეკემბერს ქვეყნის ტერიტორიაზე საშუალო ტემპერატურამ 41.9 გრადუსს მიაღწია, რაც ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ცხელი დღე აღმოჩნდა. ტურისტებს ავსტრალიაში მოგზაურობისას განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×