რეზონანსი
21.12.2019

 (რეზონანსი) პოპულარულმა ბრიტანელმა მხატვარმა ბენქსიმ ახალი ნამუშევარი " ბეთლემის ნაიარევი" Instagram-ზე წარადგინა.

როგორც ბექსიმ აღნიშნა, ობიექტი სასტუმრო The Walled Off Hotel-ისთვის დაამზადა, რომელიც ბეთლემში, ისრაელის და პალესტინის გამყოფი ბარიერის მახლობლად მდებარეობს.

ნამუშევარი საშობაო სცენას წარმოადგენს. მასზე ღვთისმშობელი, იოსები და ახალშობილი იესო არიან გამოსახულები. მაგრამ ბეთლემის ვარსკვლავის ნაცვლად, რომელიც სახარების თანახმად იესოს დაბადების სიმბოლო იყო, კედელზე ჭურვისგან დატოვებული კვალია გამოსახული.

ბენქსი სასტუმროსთან მანამდეც თანამშრომლობდა. მხატვრის რამდენიმე არტ-ობიექტი სასადილო დარბაზშია განლაგებული. სასტუმროში ასევე კედლის ისტორიისადმი მიძღვნილი მუზეუმი ფუნქციონირებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×