რეზონანსი
21.12.2019

 (რეზონანსი) სასამართლომ ცოტნე გამსახურდიას საქმეზე ბრალდებულებს პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებულთა შორის ერთ-ერთი გამსახურდიას ბავშვობის მეგობარია. მკვლელობის მოტივად სიტყვიერი შელაპარაკება სახელდება.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე კვალიფიკაცია დაზუსტდა და დაკავებულთაგან 2 პირს: 1991 წელს დაბადებულ ტ.ღ.-ს და 1991 წელს დაბადებულ გ.ს.-ს ბრალდება დაუმძიმდათ. მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე" ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. ხოლო, 3 პირს: 1990 წელს დაბადებულ თ.ქ.-ს 1982 წელს დაბადებულ პ.ყ.-ს და 1973 წელს დაბადებულ კ.ჩ.-ს ბრალი სსკ-ის 376-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარედგინათ, რაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×