რეზონანსი
21.12.2019

(რეზონანსი) 15 წლის ლუკა სირაძე, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, დღეს დაკრძალეს.

მოზარდის სამოქალაქო პანაშვიდი დიდუბეში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში გაიმართა. ლუკა სირაძის ოჯახს სამძიმარი საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გამოუცხადა, პანაშვიდზე იმყოფებოდნენ სხვა პოლიტიკოსებიც.

15 წლის მოზარდი რამდენიმე დღის წინ საავადმყოფოში გარდაიცვალა, სადაც ერთი კვირა კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

თვითმკვლელობამდე ის „მწვანე სკოლაში" კედლებზე წარწერების გაკეთების ფაქტზე დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის პირველ განყოფილებაში გამოკითხეს. მოზარდის გარდაცვალებიდან რამდენიმე საათში ჩვენების იძულებით მიღების ფაქტზე გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს.

ლუკა სირაძის საქმეს სახელმწიფო ინსპექტორი იძიებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×