
(რეზონანსი) "ქართული ოცნება" ოპოზიციურ პარტიებს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ახალი ინიციატივით მიმართავს. კერძოდ, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, მათი ინიციატივაა, რომ შემდეგი არჩევნები ჩატარდეს შერეული საარჩევნო სისტემით, რომელშიც 100 დეპუტატს პროპორციული წესით, 50-ს კი მაჟორიტარული წესით აირჩევენ.
„იქმნება განცდა, რომ "ქართული ოცნების" საარჩევნო ბუღალტრები მუდმივად განიხილავენ ვარიანტებს, როგორ მიიღონ უპირატესობა სხვა პარტიებთან შედარებით. მათი ამოცანაა ნებისმიერი მეთოდით შეინარჩუნონ ძალაუფლება და ამასთანავე, სახეც არ დაკარგონ, არადა, ორივე ერთად შეუძლებელია.
თვითონ გახდნენ ამ კრისზისის მთავარი პროვოკატორები და ინიციატორები. ნაწილობრივ ქვეყნის განვითარების ვექტორს შეუქმნეს საფრთხე - დასავლეთი გაანაწყენეს და სახელმწიფოც დააზიანეს. მიუხედავად ამისა, მათი საარჩევნო ბუღალტრები სხედან, ანგარიშობენ და ცდილობენ უპირატესობა მიიღონ სხვა სუბიექტებთან და რაიმე ხერხით შეინარჩუნონ ძალაუფლება", - აცხადებს ხუხაშვილი თემაზე კომენტირებისას "კვირის პალიტრასთან".