რეზონანსი
21.12.2019

(რეზონანსი) ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ქვეყნის 2020 წლის ბიუჯეტს, რომლის ოდენობაც 738 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს.

დოკუმენტი, რომელსაც პრეზიდენტმა ტრამპა ხელი მოაწერა, საქართველოსაც ეხება, გამოხატავს რა „ორი ქვეყნის საერთო ინტერესებისადმი ერთგულებას, მათ შორის ქართველი სამხედროების ნატო-ს მისიებში მონაწილეობის მიმართ".

„კონგრესი ადასტურებს, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. ის არ სცნობს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებელ ქვეყნებად",-წერია დოკუმენტში.

დოკუმენტში საუბარია უკრაინისთვის 300 მილიონის სამხედრო დახმარების გამოყოფაზე, სამხრეთ საზღვარზე კედლის მშენებლობასა და კოსმოსის ძალების შექმნაზე.

შეგახსენებთ, ამერიკის სენატმა თავდაცვის ბიუჯეტის კანონპროექტი გასულ კვირას, 86-8 ხმით დაამტკიცა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×