რეზონანსი
21.12.2019

(რეზონანსი) საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი ჯასტინ მაკკენზი სმიტი მხარდაჭერას უცხადებს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს და მის ოჯახს.

ამის შესახებ ელჩი მიკრობლოგ „ტვიტერის" პირად გვერდზე წერს.

„ამ რთულ დროს, ჩემი მხარდაჭერა ექიმ გაფრინდაშვილს და მის ოჯახს. ექიმების გამომწყვდევა, როდესაც ისინი პაციენტებს სჭირდებათ, აბსოლუტურად წარმოუდგენელია.

ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ და მათმა რუსმა მხარდამჭერებმა იგი დაუყონებლივ უნდა გაათავისუფლონ", - წერს ჯასტინ მაკკენზი სმიტი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×