რეზონანსი
21.12.2019

(რეზონანსი) 22 დეკემბერს პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის" დამფუძნებელი ყრილობა გაიმართება.

„დელეგატები, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონს წარმოადგენენ, აირჩევენ პარტიის თავმჯდომარეს და ნდობას გამოუცხადებენ მმართველი ორგანოს - პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრებს. ღონისძიებაზე წარადგენენ პარტიის ხედვას. ყრილობის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება პარტიის ლოგოს, სლოგანის და სხვა ატრიბუტიკის წარდგენა. პირველად გაჟღერდება პარტიის ჰიმნი", - ნათქვამია „ლელოს" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ყრილობა საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას" მე-11 პავილიონში გაიმართება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×