რეზონანსი
21.12.2019

(რეზონანსი) ბათუმში, პოლიციელის დაჭრაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა პროკურორის ალექსანდრე ძირკვაძის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

მოსამართლემ მომდევნო სასამართლო პროცესი 11 თებერვალს, 18 საათზე დანიშნა.

18 დეკემბერს საღამოს საპატრულო ეკიპაჟის ერთ-ერთი წევრი ოთარ ლორთქიფანიძე მოქალაქემ დაჭრა. ბრალდებული მეწყვილემ ადგილზე დააკავა. რაც შეეხება დაშავებულ პოლიციელს, ის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობის კურსს გადის. ექიმების ცნობით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×