რეზონანსი
21.12.2019

(რეზონანსი) საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, დიდუბეში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, 15 წლის ლუკა სირაძის სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა.

პრეზიდენტმა გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრა.

„ვუსამძიმრებ ოჯახს, დედას, ძმას, მის ყველა მეგობარს და საზოგადოებას, იმიტომ, რომ 15 წლის ბავშვის გარდაცვალება ეს არის საზოგადოებისთვის ტრაგედია. მე მგონი, ყველას გვმართებს ვიფიქროთ იმაზე, რომ ამდენმა ლანძღვამ, უნდობლობამ, დაუნდობლობამ და უიმედობამ არ შეიძლება ისე გაიაროს, რომ თავისი კვალი არ დატოვოს და ეს არის კვალი. იმის მაგივრად, რომ მერე ვიტიროთ, მანამდე ვიფიქროთ", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

15 წლის მოზარდი, რომელმაც თვითმკვლელობა სცადა, რამდენიმე დღის წინ საავადმყოფოში გარდაიცვალა. 15 წლის ლუკა სირაძის მიმართ ჩვენების იძულების ფაქტზე გამომძიებელი, მარიანა ჩოლოიანია დაკავებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×