რეზონანსი
21.12.2019

(რეზონანსი) თუ მე, როგორც უფროსს მაქვს უიმედობა, ძალიან იშვიათია, ჩემ გვერდით არასრულწლოვანი იმედით იყოს აღსავსე, - ამის შესახებ ფსიქოლოგმა, ელენე ჯაფარიძემ

„ჩვენ, უფროსები უიმედობაში ვართ და სად ვდგავართ? - არსად. თუ მე, როგორც უფროსი ვერ ვაცნობიერებ ჩემი სიტყვის ფასს და ჩემი სიტყვის გავლენას არასრულწლოვანზე, როგორ ვითხოვ დამნაშავის ძიებას და მის დასჯას? მთელი ამბავი იმაზე იყო ატეხილი, რა მოხდა და ვინ იყო დამნაშავე. „რა მოხდადან" ფოკუსი გადავიდა „ვინ არის დამანაშავეზე". რა თქმა უნდა, ესეც მნიშვნელოვანია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ნიუანსი დაგვავიწყდა.

თუნდაც, სკოლის შემთხვევაში, როდესაც სკოლაზე საუბარი მიდიოდა, იყო ძალიან დიდი აგრესია სკოლაზე, რომელიც არ არის შენობა. სკოლა არის ბავშვებით სავსე სივრცე და ეს ბავშვები ამ დარტყმას, გინდა არ გინდა, პირდაპირ თუ ირიბად, იღებდნენ", - განაცხადა ჯაფარიძემ გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად".

როგორც ფსიქოლოგმა აღნიშნა, უფროსები ველოდებით, რომ მოზარდი მოვა და ძალიან დალაგებული ვერბალური ტექსტით გვეტყვის, ცუდად ვარო, ხოლო თუ ამას არ აკეთებს, სხვა ინფორმაციას ხშირად, უგულებელვყოფთ.

„ანუ, რადგანაც ის არ ამბობს, ესე იგი, არაფერი არ არის. ამ დროს, მასში რა ხდება, ეს არის მთელი აფეთქებები და უმძიმესი პროცესი, რომელიც მან უნდა გაიაროს. მით უმეტეს, მოზარდებს უნდა ვუთხრათ - თუ შენ მაგალითად, ოჯახში გიჭირს, არსებობენ სხვა ადამიანები და შენ მარტო არ ხარ. ამისთვის უბრალოდ, საჭიროა, დახმარება ითხოვო და თუ შენ დახმარებას ითხოვ, გამოუვალი სიტუაცია არ არსებობს", - დასძინა ჯაფარიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×