რეზონანსი
21.12.2019

(რეზონანსი) ბათუმში დაჭრილი პატრულ-ინსპექტორის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა.

მას დღეს რეანიმაციული განყოფილებიდან პალატაში გადაიყვანენ.

„პაციენტის მდგომარეობაში აშკარად შეიმჩნევა დადებითი დინამიკა. იგი კონტაქტურია, დილიდან უკვე საუბრობს, დღის მეორე ნახევარში პალატაში გადავიყვანთ და რამდენიმე დღეში გაეწერება საავადმყოფოდან", - განაცხადა „პირველ არხთან" ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, ვახტანგ ხალვაშმა.

დაჭრილი პოლიციელი გუშინ კლინიკაში შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა მოინახულა.

18 დეკემბერს, ბათუმში, მოქალაქემ საპატრულო ეკიპაჟის წევრები ოთარ თავართქილაძე და ავთანდილ მჟავანაძე გააჩერა. მოულოდნელად აღნიშნულმა პირმა პატრულ-ინსპექტორ თავართქილაძეს ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა.

დაჭრილი პოლიციელის მეწყვილემ თავდამსხმელი შემთხვევის ადგილზევე დააკავა. დაკავებისას, ბრალდებულმა მჟავანაძესაც მიაყენა ფეხის არეში მსუბუქი ჭრილობა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×