რეზონანსი
21.12.2019

ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობასა და დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებული პირები და ცოტნე გამსახურდია დაჭრამდე ერთ სუფრასთან იმყოფებოდნენ. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატმა განუცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, გამსახურდიას ჭრილობები დანით აქვს მიყენებული. ადვოკატის თქმითვე, ინციდენტი სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ მოხდა.

ცნობისთვის, სამართალდამცავებმა ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი დააკავა, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით კი 4 პირი.

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული ტ.ღ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ხოლო 4 პირი - 1990 წელს დაბადებული თ.ქ., 1991 წელს დაბადებული გ.ს., 1982 წელს დაბადებული პ.ყ. და 1973 წელს დაბადებული კ.ჩ. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს.

აიპიენი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×