რეზონანსი
21.12.2019

მსახიობი თემურ გვალია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში, გლდანის ციხეში ცოტნე გამსახურდიასთან ერთად ყოფნის ეპიზოდს იხსენებს. თემურ გვალიას მიაჩნია, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გუშინდელი პოსტი ცოტნე გამსახურდიაზე, ცინიზმი იყო.

„ცირკია ეს ცხოვრება.

გლდანის ციხეში ვიჯექი “ბ” კორპუსზე. მოპირდაპირე მხარეს იყო “რეზბალნიცა”. იქ ყავდათ რაღაცა პერიოდი ცოტნე გამსახურდიაც. თითქმის ყოველ დღე ისმოდა მისი ხმამაღალი ყვირილი, კივილი, გინება. დიახ, ცოტნე გამსახურდიას განწირული ხმა ისმოდა ერთ-ერთი საკნიდან. მთელი კორპუსი დათრგუნულები ვიყავით მისი ყვირილისგან, რომელიც ხანდახან საათობით გრძელდებოდა! ნამდვილად ვერ ვხედავდით იქ რა ხდებოდა, მაგრამ ცოტნეს, რომ იქ არ ულხინდა, ცხადზე ცხადი იყო.

დღეს კი, როდესაც ეს არასასიამოვნო ამბავი შეემთხვა ცოტნე გამსახურდიას, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და დღეს ძებნაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი იმუქრება, ამ ამბავს ასე არ დავტოვებო! ბიძინას რომ მოვიშორებ, ყველა ის, ვინც ცოტნე გამსახურდიაზე იძალადა, აუცილებლად დაისჯებაო…

ფაქტიურად დასცინის მასაც და მთელი მოსახლეობის უმრავლესობასაც!

ნაპრეზიდენტალზე ახალი რაღა ვთქვა?…  ყველას შესანიშნავად გაგვაცნო თავი თავისი მოღვაწეობის დროსაც და შემდგომაც!

ცოტნე კი, რომელსაც არ ვიცნობ და სიმართლე გითხრათ არც არანაირი სურვილი არ მაქვს გავიცნო, უფალმა გადაარჩინოს…“ - წერს თემურ გვალია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×