რეზონანსი
21.12.2019

ცნობილი ხდება თბილისის ერთ-ერთ სკოლაში მე-11 კლასელი ბიჭების დაპირისპირების მიზეზი, რის შემდეგაც ერთ-ერთი მათგანი საავადმყოფოში მოხვდა.

„ამ კლასში ბავშვები „სეკრეტ-სანტას“ თამაშობდნენ. სწორედ ეს თამაში გახდა ბიჭებს შორის გაუგებრობის მიზეზი. როცა მათ შორის კამათმა უფრო რთული ფორმა მიიღო, თვითონვე გადაწყვიტეს, რომ სხვებს გარიდებოდნენ და ტუალეტში შევიდნენ. იქ წარტყმა-წამორტყმაში და ძიძგილაობაში ერთ-ერთს მეორის იდაყვი მოხვდა თვალში. ვაიმე, თვალიო, რომ დაიძახა, მანდატურები შევიდნენ. მათი შესვლის შემდეგ ეს დაპირისპირება დასრულდა, თუმცა, ბიჭს თვალი ჩაულურჯდა, რის გამოც სკოლაში სასწრაფო გამოიძახეს და გამოსაკლვლევად საავადმყოფოში გადაიყვანეს. კონფლიქტი მეტად აღარ გართულებულა“ - უამბობს „პრაიმტაიმს“ თვითმხილველი.

სკოლაში ამბობენ, რომ მოზარდი საავადმყოფოდან უკვე გამოეწერა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×