რეზონანსი
20.12.2019

  ცოტნე გამსახურდიას მეუღლე ანა ჯაბაური ოჯახის ადვოკატთან, ამირან გიუაშვილთან ერთად რჩეულიშვილის ქუჩაზე, პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს" ოჯახის ადვოკატმა აცნობა, გამოძიებას მიაწოდეს ყველა ის ინფორმაცია, რაც ამ ეტაპზე მათთვის საინტერესო იქნებოდა.

„ჩვენ ვიყავით ვერაზე, რჩეულიშვილის N2-ში არსებულ პოლიციის შენობაში. დაიკითხა ოჯახის წევრი, ცოტნეს მეუღლე, რომელმაც გამოძიებას მიაწოდა მის ხელთ არსებული ინფორმაცია, თუ როდის მივიდა ის სახლში როდესაც მას ბოლოს ჰქონდა კომუნიკაცია ცოტნესთან. მივაწოდეთ ყველა ის ინფორმაცია რაც შეიძლებოდა ამ ეტაპზე გამოძიებისთვის საინტერესო ყოფილიყო," - განაცხადა ამირან გიაუაშვილმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×